დეპარტამენტში ხორციელდება:
1. ზედა და ქვედა ყბის კისტების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
2. სახის რბილი ქსოვილების კისტების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
3. სახის ტრავმული დაზიანების (რბილი ქსოვილების ჭრილობები, სახის ძვლების მოტეხილობის) დიაგნოსტიკა და ორთოპედიულ-ქირურგიული მკურნალობა.
4. რეტენციული კბილების ექსტრაქცია.
5. პირის ღრუს ქირურგიული მომზადება ორთოპედიული მკურნალობისთვის, რომელიც მოიცავს ერთმომენტად კბილების მრავლობით ექსტრაქციას და იმპლანტაციას როგორც ადგილობრივი ასევე ზოგადი გაუტკივარებით, რომელიც ერთგვარ ფუფუნებას წარმოადგენს პაციენტისთვის.
6. პლასტიკური ოპერაციები სახის რბილი და მაგარი ქსოვილების დეფექტებისა და დეფორმაციების დროს.
7. ყბა-სახის მიდამოს კეთილთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტიკა და ქირურგიული მკურნალობა.