ცენტრის მიზანია - უზრუნველყოს ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების მქონე ადამიანები დიაგნოზით, მკურნალობითა და მეთვალყურეობით უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად. ცენტრი მუშაობს როგორცნიდერლანდების ეპილეფსიის ინსტიტუტის ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების კლინიკის მოდელისაქართველოში. ის აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური დანადგერებით, ყველა თანამშრომელმა გაიარატრეინინგი SEIN-ში. ჰოლენდიელი სპეციალისტები რეგულარულად ჩამოდიან ხეჩინაშვილის კლინიკაში - მონაწილეობენ პაციენტთა კვლევასა და მკურნალობაში, ახდენენ ცენტრში მიმდინარე სამუშაოების ხარისხისკონტროლს.
საქართველოში 40 000 ადამიანზე მეტი ავადაა ეპილეფსიით, მათგან 2/3 უგრძელდება გულყრები (შეტევები) არასწორი მკურნალობის ან დიაგნოზის გამო მაშინ, როდესაც სწორი დიაგნოზის დასმით და ადექვატურიმკურნალობით შემთხვევათა 80%-ში მიიღწევა გულყრების სრული კონტროლი, ხოლო ამ ადამიანთა 40-50%-მდედროთა განმავლობაში შეიძლება განიკურნოს.
საქართველოს მოსახლეობის 43% აქვს ძილის პრობლემები, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელიამსოფლიოში, მათგან დაახლოებით 500 000 ადამიანი საჭიროებს სამედიცინო დახმარებას.