ცენტრის მიზანია - უზრუნველყოს ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების მქონე ადამიანები დიაგნოზით, მკურნალობითა და მეთვალყურეობით უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად. ცენტრი მუშაობს როგორც ნიდერლანდების ეპილეფსიის ინსტიტუტის ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების კლინიკის მოდელი საქართველოში. ის აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური დანადგარებით, ყველა თანამშრომელმა გაიარა ტრეინინგი SEIN-ში. ჰოლანდიელი სპეციალისტები რეგულარულად ჩამოდიან ხეჩინაშვილის კლინიკაში და მონაწილეობენ პაციენტთა კვლევასა და მკურნალობაში, ახდენენ ცენტრში მიმდინარე სამუშაოების ხარისხის კონტროლს.
საქართველოში 40 000 ადამიანზე მეტი ავადაა ეპილეფსიით, მათგან 2/3 უგრძელდება გულყრები (შეტევები) არასწორი მკურნალობის ან დიაგნოზის გამო მაშინ, როდესაც სწორი დიაგნოზის დასმით და ადექვატურიმკურნალობით შემთხვევათა 80%-ში მიიღწევა გულყრების სრული კონტროლი, ხოლო ამ ადამიანთა 40-50%-მდე დროთა განმავლობაში შეიძლება განიკურნოს.
საქართველოს მოსახლეობის 43% აქვს ძილის პრობლემები, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში, მათგან დაახლოებით 500 000 ადამიანი საჭიროებს სამედიცინო დახმარებას.