1.ზედა და ქვედა ყბის კისტების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
2.სახის რბილი ქსოვილების კისტების დიაგნოსტიკა და მკურნალობ;.
3.სახის ტრავმული დაზიანების ( რბილი ქსოვილების ჭრილობები, სახის ძვლების მოტეხილობის) დიაგნოსტიკა და ორთოპედიულ- ქირურგიული მკურნალობა.
4.რეტენციული კბილების ექსტრაქცია;
5. პირის ღრუს ქირურგიული მომზადება ორთოპედიული მკურნალობისთვის, რომელიც მოიცავს ერთმომენტად კბილების მრავლობით ექსტრაქციას და იმპლანტაციას როგორც ადგილობრივი ასევე ზოგადი გაუტკივარებით, რომელიც ერთგვარ ფუფუნებას წარმოადგენს პაციენტისთვის.
6. პლასტიკური ოპერაციები სახის რბილი და მაგარი ქსოვილების დეფქტებისა და დეფორმაციების დროს .
7. ყბა-სახის მიდამოს კეთილთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტიკა და ქირურგიული მკურნალობა
„სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ ბაზაზე ყბა-სახის ქირურგიის დეპარტაპენტი ათეული წელია ფუნქციონირებს . დეპარტამენტში მუშაობენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მოღვაწე პროფესორები , პრაქტიკოსი ექიმები : პროფ. ოთარ ბრეგაძე, პროფ. გია მენაბდე, პროფ. ლეილა აწყვერელი , პროფ. ნინო ჭუჭულაშვილი , მერაბ ბიბიჩაძე, ნანა სეხნიაშვილი .