კარდიოლოგიური სამსახური მოიცავს სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებას.
სტაციონარულად ვემსახურებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა პაციენტს, პაციენტებს კერძო დაზღვევით და დაზღვევის არმქონე პაციენტებს ( მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებასაც).
სტაციონარულად პაციენტები მიიღებენ შემდეგ სერვისებს:
ყველა სახის ლაბორატორიული კვლევა;
ელექტროკარდიოგრაფია;
24 სთ-იანი ეკგ მონიტორირება ჰოლტერის მეთოდით;
გულის ულტრასონოგრაფია;
კორონარული ანგიოგრაფია;
გულმკერდის რენტგენოგრაფია;
გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია.
საჭიროების შემთხვევაში ტარდება კორონარული სისხლძარღვების სტენტირება და ბალონური დილატაცია, დროებითი თუ მუდმივი კარდიოსტიმულატორის იმპლანტაცია, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია.
ამბულატორიულად ხორციელდება
1)კარდიოლოგის კონსულტაცია
2) ელექტრროკარდიოგრაფია
3) გულის ულტრასონოგრაფია
4) 24 სთ-იანი ეკგ მონიტორირება ჰოლტერის მეთოდით
5) ფიზიკური დატვირტის სტრეს-ტესტის- ველოერგომეტრიის ჩატარება