24/7
ცენტრი ასრულებს მწვავე და რეაბილიტაციურ აღდგენით რეკონსტრუქციულ პლასტიკურ ოპერაციებს, დამწვრობის შედეგად წარმოქმნილი ფუნქციური და ესთეტიური ნაკლოვანებების აღმოფხვრის ოპერაციებს.
დამწვრობის ცენტრი ემსახურება თერმული, ქიმიური, მოყინვით და ელექტრო კონტაქტით მიყენებული ტრავმის მქონე პაციენტებს. პაციენტების ასაკი შეუზღუდავია , არიან როგორც ბავშვები, ასევე მოზრდილები. ცენტრში ხდება როგორც ამბულატორიული ისე სტაციონარული პაციენტების მიღება და შესაბამისი სპეციალური მკურნალობის ჩატარება. ასევე დამწვრობის ცენტრთან ფუნქციონირებს ბევშვთა ფსიქო-სოციალური სერვისი, სადაც პროფესიონალი ფსიქოლოგი ზრუნავს თერმული დაზიანებით და ჰოსპიტალიზაციით გამოწვეული სტრესის მინიმიზაციაზე და ბავშვებისა და მათი მშობლების ფსიქო-სოციალურ მდგომარეობაზე.