შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი გთავაზობთ:
1. შინაგანი ორგანოების დაავადებების გამო ჰოსპიტალიზებული პაციენტების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას;
2. რთულად დიაგნისტირებადი შემთხვევების ვერიფიცირება, მართვას;
3. პოსტრეანიმაციული პაციენტების ინტენსიური მეთვალყურეობა და მკურნალობა; ხელოვნური ვენტილაციის შემდგომი კარდიო-რესპირატორული რეაბილიტაცია/ადაპტაციას;
4. პაციენტების პერი და პოსტოპერაციული შეფასება, მართვა, სასუნთქი და სხვა სისტემების გართულებების რისკის შეფასება, პრევენციასა და მკურნალობას.
შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი მოიცავს ინტენსიური თერაპიის განყოფილებას, თერაპიულ პალატებსა და ამბულატორიულ ნაწილს. დეპარტამენტი არის ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის უმნიშვნელოვანესი ინტეგრირებული ნაწილი, რომლის ძირითადი მისიაა მოზრდილებში შინაგანი ორგანოების დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
განყოფილება უზრუნველყოფს პაციანტების მიღებას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, როგორც ამბულატორულ, ისე სტაციონარულ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში.