დეპარტამენტში ხორციელდება:
1. მსხვილი სახსრების ტოტალური ენდოპროთეზირება ამერიკული და შვეიცარიული (Medacta, Zimmer Biomet) წარმოების იმპლანტების გამოყენებით, ყველა ტიპის ოსტეოართრიტის III-IV ხარისხის დაზიანების დროს;
2. წვივის დიდი ძვლის საკორექციო ოსტეოტომია წვივის ძვლების ვარუსული (O-ს მაგვარი) დეფორმაციის დროს;
3. მსხვილი სახსრების გართულებული (არა ინფექციური) ქირურგიული მკურნალობის სარევიზიო ენდოპროთეზირება ამერიკული და შვეიცარიული იმპლანტების გამოყენებით;
4. მოზრდილთა ორთოპედიაში - ნებისმიერი სირთულის ოპერაცია გარდა ონკოლოგიისა.
5. მსხვილი სახსრების (მენჯ-ბარძაყი, მუხლი, მხარი, იდაყვი, კოჭ-წვივი) ართროსკოპია, როგორც სადიაგნოსტიკო ,ასევე სამკურნალო ჩვენებით უახლესი მიდგომებით (მენისკექტომია, დაზიანებული მენისკის გაკერვა, წინა/უკანა ჯვარედინი იოგების რეკონსტრუქცია, მოზაიკოპლასტიკა, კვირისტავის მედიალიზაცია, მედიალური და ლატერალური კოლატერალური იოგების რეკონსტრყქცია/აღდგენა, ჰოფას რეზექცია, სახრის კიურეტაჟი-დებრაიდმენტი, მხრის როტატორული სარტყელის აღდგენა, აკრომიოპლასტიკა, ბანკარტის ტიპის რეკონსტრუქცია, სასახსრე თაგვების (Loose bodies) ამოღება.
6. ტერფის პირველი თითის ჰალუქს ვალგუს დეფორმაციის კორექცია თანამედროვე მეთოდებით;
7. შეუხორცებელი მოტეხილობის მკურნალობა სხვა და სხვა ტიპის ტრანსპლანტანტების გამოყენებით;
8. ნებისმისერი სპორტული ტრავმის ქირურგიული მკურნალობა (კუნთების, მყესების, იოგების გაგლეჯა);
9. ნებისმიერი სირთულის მოტეხილობების ქირურგიული მკურნალობა, თანამედროვე მეთოდებით, უმაღლესი ხარისხის იმპლანტების გამოყენებით.