სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა
თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #33
[email protected]
032 221 44 00
დეპარტამენტში ხორციელდება:
●მსხვილი სახსრების ტოტალური ენდოპროთეზირება ამერიკული და შვეიცარიული ( Medacta, Zimmer Biomet) წარმოების იმპლანტების გამოყენებით , ყველა ტიპის ოსტეოართრიტის III-IV ხარისხის დაზიანების დროს;
● წვივის დიდი ძვლის საკორექციო ოსტეოტომია წვივის ძვლების ვარუსული ( O-ს მაგვარი) დეფორმაციის დროს;
● მსხვილი სახსრების გართულებული (არა ინფექციური) ქირურგიული მკურნალობის სარევიზიო ენდოპროთეზირება ამერიკული და შვეიცარიული იმპლანტების გამოყენებით;
● მოზრდილთა ორთოპედიაში - ნებისმიერი სირთულის ოპერაცია გარდა ონკოლოგიისა!
● მსხვილი სახსრების ( მენჯ-ბარძაყი,მუხლი,მხარი, იდაყვი,კოჭ-წვივი) ართროსკოპია, როგორც სადიაგნოსტიკო ,ასევე სამკურნალო ჩვენებით უახლესი მიდგომებით ( მენისკექტომია, დაზიანებული მენისკის გაკერვა, წინა/უკანა ჯვარედინი იოგების რეკონსტრუქცია, მოზაიკოპლასტიკა, კვირისტავის მედიალიზაცია, მედიალური და ლატერალური კოლატერალური იოგების რეკონსტრყქცია/აღდგენა,ჰოფას რეზექცია, სახრის კიურეტაჟი-დებრაიდმენტი, მხრის როტატორული სარტყელის აღდგენა,აკრომიოპლასტიკა, ბანკარტის ტიპის რეკონსტრუქცია, სასახსრე თაგვების (Loose bodies) ამოღება).